,,TUSKI GEOLOGY GROUP’’ გეოლოგიური, საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2005 წელს, შპს ,,ტუოვი'' ბაზაზე. კომპანიის დამფუძნებელია, საინჟინრო აკადემიის წევრი და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ტარიელ ტუსკია. 2011 წლიდან კომპანიამ შეიცვალა სახელი და მას შემდეგ ბაზარზე ,,TUSKI GEOLOGY GROUP" - ით ოპერირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს, სამშენებლო ტერიტორიების შეფასებასა და საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის მომზადებას. ,,TUSKI GEOLOGY GROUP’’, სპეციალიზდება საინჟინრო - გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებზე. გეოლოგიური კვლევით ხდება მშენებლობის ხარისხის შეფასება, რის საფუძველზეც ხდება სავარაუდო რისკების შემცირება, რომელიც აუცილებელია თითოეული პროექტისთვის. ჩვენი გუნდი გამოირჩევა, არაერთი საერთაშორისო პროექტითა და ჯილდოთი.